დღის თემა
etaloni.ge
„10 წუთის შემდეგ უფროსი პატარას უნდა ესაუბროს, რა ნახეს ერთად“ - ფრანგული გაიდლაინი
04.08.2023

საფრანგეთის პედიატრების ასოციაციამ ბავშვების მიერ ეკრანის გამოყენების გაიდლაინები გამოაქვეყნა.

აღნიშნული გაიდლაინების მიხედვით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის არ არის დასაშვები არანაირი ეკრანის გამოყენება თუნდაც რამდენიმე წუთით.

  1. 2 წლამდე ბავშვს არ ვაჩერებთ ეკრანთან არც ერთი წუთით!
  2. 2-დან 3 წლამდე ბავშვი ეკრანთან შეიძლება იყოს მაქსიმუმ 10 წუთი დღეში. ეკრანის მაქსიმუმ 10-წუთიანი გამოყენების შემდეგ, უფროსი პატარას უნდა ესაუბროს, რა ნახეს ერთად.
  3. 5 წლამდე ბავშვებში კატეგორიულად არ შეიძლება დღეში 30 წუთზე მეტი დროის გატარება ეკრანთან! 3-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის ეკრანთან ყოფნა დასაშვებია დღეში მაქსიმუმ 30 წუთი - 15 წუთი მულტიპლიკაციური ფილმი და 15 წუთი ერთად რაიმეს ყურება, ინტერნეტის გამოყენება.

იხილეთ ასევე:

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სიკვდილზე - „მსგავსი შინაარსის კომენტარები დამაბნეველი და შემაშინებელია პატარებისთვის“

რატომ აქვთ ბავშვებს მგზავრობის დროს პირღებინება და როგორ ავიცილოთ თავიდან - 5 რჩევა პედიატრისგან

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი