დღის თემა
etaloni.ge
რატომ აქვთ ბავშვებს მგზავრობის დროს პირღებინება და როგორ ავიცილოთ თავიდან - 5 რჩევა პედიატრისგან
20.06.2023

ზაფხული ის პერიოდია, როდესაც შეიძლება, პატარებთან ერთად შორ გზაზე წასვლამ მოგწიოთ. ეს კი ბევრი ოჯახისთვის გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მანქანით მგზავრობა არ მიყვარდა, რადგან ეს ასოციდებოდა გულისრევასა და ღებინებათან, - ამბობს ექიმი პედიატრი თამარ ობგაიძე და ამ მოვლენის მიზეზებს განმარტავს.

ექიმის თქმით, მგაზავრობის დროს პირღებინებაში დამნაშავე, პირველ რიგში, ბავშვის უმწიფრობა და ვესტიბულური აპარატი ანუ წონასწორობის ორგანოა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი მოზრდილობაშიც გრძელდება.

რატომ ხდება პირღებინება?

„ჩვენი თავის ტვინი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, მოძრაობის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ორგანოდან იღებს. ეს არის ჩვენი ძვალსახსროვანი სისტემა - როდესაც ჩვენ გადავაადგილედებით, თავის ტვინი იღებს ინფორმაციას, რომ ჩვენ ვმოძრაობთ. მეორე ორგანო ეს არის თვალი, რომელიც აფიქსირებს მოძრაობას. მესამე და ერთ-ერთი მთავარი ორგანო ეს არის ე.წ. წონასწორობის ორგანო, რომელიც ჩვენ გვაქვს შუა ყურში. მას აქვს ლოკოკინასმაგვარი შესახედაობა და ასეც ჰქვია - ლოკოკინა. ამ ლოკოკინის შიგნით არის სითხე, რომელშიც არის შეწონილი პატარა კენჭუკები, რომლებსაც ოთოლიტებს ვუწოდებთ. როდესაც ჩვენ ვმოძრაობთ, მოძრაობს ეს სითხეც და პატარა ოთოლიტებიც გადაადგილდება. თავის ტვინი ამ სამი ორგანოდან მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს.

ბავშვი, რომელიც ვერ იყურება ფანჯრიდან და მანქანის სალონში ხედავს მხოლოდ ერთსა და იმავე საგანს... ამ დროს, მისი კუნთოვანი სისტემა უგზავნის თავის ტვინს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სხეული მოძრაობს. ასევე მოძრაობს ჩვენს შუა ყურში, სითხეში შეწონილი პატარა კენჭუკები. თავის ტვინმა მიიღო ინფორმაცია ორი ორგანოდან, მაგრამ მესამე ორგანო, თვალი, არ აფიქსირებს მოძრაობას და, შესაბამისად, თავის ტვინში ვერ ყალიბდება ბოლომდე ეს ინფორმაცია - ვმოძრაობ თუ არა და სწორედ ამ დროს ხდება გულისრევა“, - ამბობს თამარ ობგაიძე.

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტომანქანით მგზავრობისას გული არ აგვერიოს? ამ კითხვაზე პედიატრი ასეთ რჩევებს იძლევა:

  1. პირველ რიგში, არ აჭამოთ ბავშვს უშუალოდ მგზავრობის წინ;
  2. თუ პატარას ეძინება, სჯობს, რომ ეძინოს, ის მგზავრობას გაცილებით უკეთესად გადაიტანს;
  3. შეეცადეთ, ბავშვს აუხსნათ, რომ ის უნდა იყურებოდეს წინ და ასე თვალი ადვილად დააფიქსირებს მოძრაობას, რის შემდეგაც, ის ამბავი, რომ ჩვენ ვმოძრაობთ, თავის ტვინში სამივე ორგნოდან ერთხმად შეიკრიბება, რაც გულისრევას აგარიდებთ;
  4. არ გამოიყენოთ მძაფრი სუნამოები და მანქანაში არსებული ე.წ. გამაგრილებელი, სუნის მიმცემი სხვადასხვა საშუალება, რამაც შეიძლება გულისრევა უფრო გააღრმაოს;
  5. თუ ბავშვს აქვს გამოცდილება, რომ მგზავრობის დროს აღებინებს, მიეცით ექიმის მიერ, ასაკის მიხედვით, სწორი დოზირებით შერჩეული მედიკამენტი.

იხილეთ ასევე:

„ცუდი კალორიების“ ჩამონათვალი - როგორ ამოვიცნოთ ბავშვისთვის საშიში ცხიმები

მილიარდერი, რომელმაც ბედნიერება პატარების დახმარებაში იპოვა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი