დღის თემა
etaloni.ge
მილიარდერი, რომელმაც ბედნიერება პატარების დახმარებაში იპოვა
14.03.2023

ინდოელ მილიარდერ რატან ტატას სატელეფონო ინტერვიუში რადიოწამყვანმა ჰკითხა: ბატონო, ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი როდის იყავით? რატან ტატამ უპასუხა:

- ბედნიერების ოთხი ეტაპი გავიარე ცხოვრებაში და როგორც იქნა გავიგე ნამდვილი ბედნიერების მნიშვნელობა. პირველი ნაბიჯი სიმდიდრისა და რესურსების დაგროვება იყო, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მივიღე ის ბედნიერება რაც მინდოდა.

შემდეგ დადგა მეორე ეტაპი - ძვირფასი ნივთების დაგროვების. მივხვდი, რომ ამ რაღაცის ეფექტიც დროებითია,და ძვირფასეულობის ბრწყინვალება დიდხანს არ გრძელდება.

შემდეგ დადგა დიდი პროექტის ათვისების - მესამე ეტაპი. ეს მაშინ იყო, როდესაც ინდოეთსა და აფრიკაში ნავთობის მარაგების 95% მქონდა. ასევე ვიყავი ფოლადის უდიდესი ქარხნის მფლობელი ინდოეთსა და აზიაში, მაგრამ აქაც კი ვერ მივაღწიე იმ ბედნიერებას, რაც წარმომედგინა.

მეოთხე საფეხურის ეტაპის დრო მაშინ დადგა, როდესაც ჩემმა მეგობარმა რამდენიმე ინვალიდი ბავშვისთვის ეტლის ყიდვა მთხოვა, დაახლოებით 200 ბავშვის. სასწრაფოდ ვიყიდე ეტლები. მეგობარმა მთხოვა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი და საბავშვო ეტლები თვითონ გადამეცა ბავშვებისთვის. მოვემზადე და წავედით.

ბავშვებს ეტლები ჩემი ხელით დავურიგე. იმ ბავშვების სახეზე ბედნიერების უცნაური ბრწყინვალება დავინახე - ჩასხდნენ სავარძლებში და უხაროდათ, მოძრაობდნენ, თამაშობდნენ... შინაგანად ბედნიერად ვიგრძენი თავი. წამოსვლის წინ ერთ-ერთი ბავშვი ფეხზე მომეხვია. ვცდილობდი ფეხი ნელა გამენთავისუფლებინა, მაგრამ ბავშვმა სახეზე შემომხედა და ფეხებზე მაგრად მომიჭირა. დავნებდი და ვკითხე ბავშვს, კიდევ რამე ხომ არ გჭირდება-მეთქი?

ამ ბავშვის პასუხმა არა მხოლოდ შოკში ჩამაგდო, არამედ მთლიანად შეცვალა ჩემი შეხედულება ამ ცხოვრებაზე. ბავშვმა მითხრა, მინდა დავიმახსოვრო შენი სახე, სამოთხეში რომ გნახავ, გიცნო და კიდევ ერთხელ გადაგიხადო მადლობა!

აკეთეთ სკიეთე და გახსოვდეთ, ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ სიკეთის კეთებას მოაქვს.

იხილეთ ასევე:

სტომატოლოგის ასისტენტი ძაღლი ბავშვებს ექიმთან ვიზიტის დროს ეხუტება

ბავშვები არ „ფუჭდებიან“ ალერსით ან ყურადღებით - როდესაც ბავშვს ჩავიხუტებთ, მისი ტვინი გამოყოფს „კარგად ყოფნის“ ნივთიერებას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი