დღის თემა
etaloni.ge
როდიდან და რატომ უნდა შევიტანოთ ატამი პატარების რაციონში - პიურე და დესერტი
11.08.2023

ახლა ატმის მწიფობის პერიოდია. ეს ხილი ძალიან სასარგებლო პროდუქტია.

ატამის შემადგენლობაში შემავალი სპილენძი და მაგნიუმი, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში აქტიური მონაწილეობის გარდა, ძვლის სიმაგრესაც უზრუნველყოფენ, - ამბობს პედიატრი თამარ ობგაიძე და უფროსებს ურჩევს, თავიანთ პატარებს ეს ხილი ჩვილობის ასაკიდან მისცენ.

ატამი შეიცავს ბევრ წყალს, საკვებ ბოჭკოებს, ვიტამინებისა და მინერალების მრავალფეროვან ნაკრებს.

ატამში შემავალი თუთია პატარას იმუნიტეტს და ზრდა-განვითარებას სჭირდება, კალიუმი - გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, სელენი კი ანტიოქსიდანტია, რომელიც ადამიანის უჯრედებს მავნე რადიკალებისაგან იცავს.

სელენის მოქმედებას სხვა ანტიოქსიდანტური მოქმედების ნივთიერებები კიდევ უფრო აძლიერებენ -ატამში დიდი რაოდენობით ლუთეინი და ზეაქსანტინია აღმოჩენილი. ამავე დროს, ლუთეინი ხელს უწყობს მხედველობის განვითარებას.

ატმის შემადგენლობაში შემავალი კალციუმი, ფოსფორი და ფტორი კი ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი მინერალებია.

ატამი ასევე შეიცავს: ბე ჯგუფის ვიტამინების სრულ შემადგენლობას, ცე ვიტამინის დიდ რაოდენობას, ცხიმში ხსნადი ვიტამინების ნაკრებს - ა, ე და კა ვიტამინებს, რომლებიც სისხლის შედედებას, მხედველობის განვითარებას, ბავშვის ზრდა-განვითარებას უზრუნველყოფენ.

თუ თქვენი პატარა შეკრულობისკენა მიდრეკილი, რაციონში აუცილებლად შეიტანეთ ატამი - ის საკვები ბოჭკოებით მდიდარი ხილია და ყაბზობის მკურნალობა-პროფილაქტიკის საქმეში ძალიან გამოგადგებათ.

ატამი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში ის ორგანიზმისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა. არ შეიცავს ნატრიუმს, რაც პატარას უმწიფარ თირკმელს ზოგავს.

როგორ მოვუმზადოთ პატარებს ატმის პიურე

ატმის პიურეს მომზადება ძალიან ადვილია - გარეცხეთ და გაფრქვენით, საშუალო ზომის ატამი, დაჭერით და დააბლენდერეთ. გახსოვდეთ, მისი გასინჯვა სულ მცირე დოზებით უნდა დაიწყოთ 6 თვის ასაკიდან.

ხილის დესერტი

პატარა გურმანებისთვის შეგვიძლია, მოვამზადოთ ხილის დესერტი. მაგალითად, ასე: წვრილად დაჭერით ატამი, გარგარი, ბანანი, ჩაყარეთ მომცრო ფიალაში და ზემოდან ტკბილი იოგურტი ან არაჟანი მოასხით. შეგიძლიათ მორთოთ კენკრით - მარწყვით, ჟოლოთი ან მოცხარით. ცოცხალი ატმის დესერტი განსაკუთრებით სასარგებლოა შეკრულობისაკენ მიდრეკილი პატარებისთვის.

იხილეთ ასევე:

პურის პუდინგი ბავშვებისთვის - რეცეპტი

იწვევს თუ არა აცრები აუტიზმს - პედიატრი ძმების განმარტება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი