დღის თემა
etaloni.ge
როგორ შევამოწმოთ, უსაფრთხოა თუ არა საზამთრო - საზაფხულო ხილის სიკეთე და საფრთხე
15.08.2023

ერთ-ერთი გემრიელი და ბავშვებისთვის საყვარელი საზაფხულო ხილი, საზამთრო, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ლიკოპენით, ასევე ფიტონუტრიენტებით, - ბეტა-კაროტინითა და უნიკალური ამინომჟავა ციტრულინით, რომელიც ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას. საზამთრო ასევე შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს მცენარეული საკვებიდან რკინის შეწოვას. მისი ნაყოფი მდიდარია ნახშირწყლებით, რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის, იმავდროულად მასში თითქმის არ არის ცილები და ცხიმები. 100 გრამ პროდუქტში 27 კილოკალორიაა.

ბავშვის კვების რაციონში საზამთროს შეტანა 6 თვის ასაკიდან შეიძლება, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ საზამთრო ჩვეულებრივ არ განიხილება ბავშებისთვის სახიფათო საკვებად, მისმა თესლმა შეიძლება გამოიწვიოს გადაცდენა. ასევე, საზამთროს მიღებამ თავიდან შეიძლება გამოიწვიოს ხველა და ღებინება, რადგან ამ დროს ბავშვი სწავლობს ერთდროულად მყარი და თხიერი კონსისტენციის საკვების გადაყლაპვას. მცირე ასაკის ჩვილებს, რისკის შესამცირებლად, თესლისგან გათავისუფლებული საზამთროს ნაჭერი უნდა მივცეთ თავისივე ქერქით. სასურველია, ეს იყოს ნაყოფის დიდი ნაწილი, რათა ბავშვმა უფრო მოხერხებულად ჩაიდოს ნაჭერი პირში და ქერქს კბილებით მოეჭიდოს.

საზამთრო სასარგებლო პროდუქტია, თუმცა ის არ უნდა იყოს ნაჩქარევად დამწიფებული და ნიტრატებით გაჯერებული, რაც, სარგებლის ნაცვლად, ბავშვს ზიანს მიაყენებს და გამოიწვევს მის მოწამვლას. ამიტომ, უმჯობესია, საზამთრო სეზონის მიხედვით იყიდოთ და ისეთი, რომ ის არ იყოს არც ძალიან გადამწიფებული და არც -დაუმწიფებელი.

იმის შესამოწმებლად, არის თუ არა საზამთროში მავნე ქიმიური ნივთიერებები, ამის გარკვევის მეთოდს შემოგთავაზებთ:

მწიფე ხილი დაჭერით კუბებად და წყალში ჩააწყეთ. თუ წყალი აიმღვრა, პროდუქტი უსაფრთხოა, თუ წყალი ვარდისფრად შეიღება, ის ნიტრატებით არის გაჯერებული.

იხილეთ ასევე:

როდიდან და რატომ უნდა შევიტანოთ ატამი პატარების რაციონში - პიურე და დესერტი

როგორ დავიცვათ ბავშვები ზაფხულში - რჩევები ექიმებისგან

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი