დღის თემა
etaloni.ge
ბავშვის აღმზრდელი უნდა იცავდეს ქვეყნის კანონმდებლობას და მიიღოს განათლება თავისი შესაძლებლობების შესაბამისად - ჩანაწერი კანონში
16.08.2023

მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მოვალეობები ბავშვის აღზრდის სფეროში - ასეთი მუხლი არსებობს ბავშვის უფლებათა კოდექსში, სადაც გაწერილია მშობლებისა და ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი სხვა პირების მოვალეობები.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მშობელი და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია, აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.

მშობელი და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია, ბავშვი ისე აღზარდოს, რომ თავისი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად:

  1. აცნობიერებდეს საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს და შეეძლოს მათი დამოუკიდებლად რეალიზება;
  2. პატივისცემით ეპყრობოდეს მშობელს, ოჯახის სხვა წევრებს, მეურვეს, მინდობით აღმზრდელს, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს;
  3. პატივს სცემდეს სახელმწიფოს და მის სიმბოლოებს, იცავდეს საქართველოს კანონმდებლობას;
  4. აცნობიერებდეს თავის მოვალეობას, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისას პატივი სცეს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს;
  5. აცნობიერებდეს საკუთარ უფლებას, მიიღოს დაწყებითი და საბაზო განათლება თავისი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად;
  6. აცნობიერებდეს თავის მოვალეობას, გაუფრთხილდეს ბუნებრივ გარემოს და დაიცვას ის.

მშობლის ან ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მონაწილეობით განსაზღვრული დღის წესრიგი, რომელიც ადგენს ბავშვის სასწავლო და სხვა პროცესებში მონაწილეობისა და მის მიერ თავისუფალი დროის გამოყენების თანამიმდევრობას, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

მშობელი და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ბავშვის მიმართ უნდა იყენებდნენ აღმზრდელობით ღონისძიებებს, მათ შორის, არიდებდნენ მას ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას.

მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ ბავშვის მიმართ გამოყენებული აღმზრდელობითი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს. ბავშვის ფიზიკური დასჯა დაუშვებელია.

მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია, მესამე პირის მიერ ბავშვის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული მხარდაჭერის ღონისძიების განმახორციელებელი პირის მოთხოვნის საფუძველზე, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში.

იხილეთ ასევე:

რა ევალება საბავშვო ბაღში მეტყველების თერაპევტს - „აქტივობის შეთავაზება აღმზრდელ-პედაგოგისთვის“

რას ნიშნავს ბაღის მისია და რა აქცევს მას ორიგინალურად - მთავარი ორიენტირები და ფორმულირება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი