დღის თემა
etaloni.ge
„გთხოვთ, სასწრაფოდ წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები“ - სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის განცხადება
28.08.2023

ზუგდიდის სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც 2023-2024 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღში ჩასარიცხ აღსაზრდელთა მშობლებს აფრთხილებს.

„გთხოვთ სასწრაფოდ  წარმოადგინოთ 2023-2024 სასწავლო წლისათვის სსდმ ცენტრის ვებგვერდზე, - zugdidikids.ge, განთავსებულ ელექტრონულ პორტალში რეგისტრირებული აღსაზრდელების პირადი საქმე შემდეგი ჩამონათვალით:

► დაბადების მოწმობა

► ცნობა ჯანმრთელობის შესახებ

► 2 ფოტო. ზომა - ¾-ზე

► მშობლების პირადობის მოწმობის ასლები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები.

გაითვალისწინეთ - პირადი საქმის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, აღსაზრდელს შეუჩერდება რეგისტრაცია  და ამოირიცხება პორტალიდან.

განმარტება: აღსაზრდელის  ს/ბაღში მიღების უზრუნველყოფა ხდება აღსაზრდელის ჩარიცხვის შესახებ სსდმ ცენტრის დირექტორის ბრძანებით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

ახალი სააღმზრდელო წელი 11 სექტემბერს დაიწყება - მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება

ბავშვის აღმზრდელი უნდა იცავდეს ქვეყნის კანონმდებლობას და მიიღოს განათლება თავისი შესაძლებლობების შესაბამისად - ჩანაწერი კანონში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი