დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი დაწესებულების 9 რეკომენდაცია - „ამგვარად აღმზრდელებსაც დაეხმარებით“
02.09.2023

სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისი ახლოვდება და მშობლები ღელავენ, თუ როგორ შეძლებს მათი პატარა საბავშვო ბაღთან ადაპტაციას.

რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ბაღში მიყვანამდე?

ახალციხის N5 საბავშვო ბაგა-ბაღი კონკრეტულ რეკომენდაციებს აქვეყნებს და მშობლებს სთხოვს, შესაბამისად მოიქცნენ. სკოლამდელი დაწესებულების ინფორმაციით, ამ მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეძლებთ, დაეხმაროთ თქვენს პატარას, გადადგას პირველი ნაბიჯები.

რეკომენდაციები: 

► სასწავლო წლის დაწყებამდე ესტუმრეთ საბავშვო ბაღს და ერთად დაათვალიერეთ ის გარემო, სადაც პატარას მოუწევს ყოფნა;

► გაისეირნეთ ბაღის ეზოში, აჩვენეთ მისი ჯგუფი, სათამაშოები... გააცანით აღმზრდელები, მოუყევით აღმზრდელს მის შესახებ - თუ რა მოსწონს, რა უყვარს და ა.შ. ამგვარად აღმზრდელებსაც დაეხმარებით, ადვილად იპოვოს თქვენს პატარასთან ურთიერთობის „გასაღები“ და გაუადვილოს მას შეგუების პროცესი;

► გაეცანით ბაღის დღის განრიგს და ეცადეთ, გადაიყვანოთ ბაღის რეჟიმზე. მიაჩვიეთ ადრე ადგომას. ეცადეთ, დაამთხვიოთ კვებისა და შუადღის ძილის საათები;

► ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ მშობლების განწყობას. თუ თქვენ ინერვიულებთ და განიცდით ბაღში მის დატოვების ფაქტს, ამას ბავშვიც იგრძნობს;

► მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ, რა დოზით აწვდით საბავშვო ბაღზე ინფორმაციას. ეს არ უნდა იყოს ისეთი დამთრგუნველი კითხვები, როგორიცაა: „ხომ არ იტირებ?“ „ხომ არ გეშინია?“...  შეეცადეთ, არ დაანახოთ მას, რომ ნერვიულობთ. ასე მომავალში უფრო ადვილად შეეწყობა ამ ახალ გარემოს;

► დაეხმარეთ იმის გაცნობიერებაში, რომ ბაღში სიარული მისი ცხოვრების ახალი ეტაპია დამოუკიდებლობისკენ;

► აუხსენით, რომ ბაღში უნდა ისწავლოს ახალი რაღაცები, მოემზადოს სკოლისთვის, ითამაშოს ბავშვებთან და რომ უკვე „დიდია“, რადგან უკვე ბაღში დადის;

► ეფექტურია საბავშვო ბაღზე ზღაპრების, თქვენივე შეთხზული მოთხრობის, ამბების მოყოლა. მაგალითად, როგორ წავიდა პატარა ბაჭია ბაღში. გაითამაშეთ სიტუაციები, ვითომ ბაღში ხართ და ა.შ. ზღაპრის მოყოლით ბავშვებს დაძაბულობას მოუხსნით და ბაღის მიმართ ინტერესს გაუჩენთ;

► ნურასოდეს დაემუქრებით ბავშვს ბაღში წაყვანით - „თუ არ შეჭამ, ბაღში წაგიყვან“, რადგან ამგვარად მას ნეგატიური განწყობა ჩამოუყალიბდება ბაღის მიმართ.

იხილეთ ასევე:

პატარას ბაღთან შეგუების მეთოდი - „ეს ძალიან ეხმარება ბავშვს ახალ გარემოში“

ბავშვთან ურთიერთობის როგორი სტილი უნდა აირჩიოს უფროსმა - „ამ სიტყვის მნიშვნელობა „ცვდება“ და პატარა ზედმეტად დამოკიდებული ხდება შექებაზე“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი