დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში ღია კარის დღე ტარდება - „თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიეროთ ბაღი და გაეცნოთ პერსონალს“
06.09.2023

07 სექტემბერს, 11:00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა- ბაღებში მოეწყობა „ღია კარის დღე“, - ამ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულება ავრცელებს.

დაწესებულება მშობლებს სთხოვს, სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე, პატარები იმ საბავშვო ბაღებში მიიყვანონ, სადაც დაარეგისტრირეს.

„მობრძანდეთ და მოიყვანოთ თქვენი შვილები, რათა ადვილად შეეგუონ  საბავშვო ბაგა- ბაღის გარემოს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიეროთ ბაღი, სათამაშო სივრცეები, სააღმზრდელო ჯგუფები, სამზარეულო, სველი წერტილები, მუსიკალური დარბაზი, ასევე გაეცნობით ჩვენს გულისხმიერ პერსონალს!

გთხოვთ მობრძანდეთ!“, - წერს სააღმზრდელო დაწესებულება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 28 საჯარო საბავშვო ბაღია.

იხილეთ ასევე:

ახალი სააღმზრდელო წელი 11 სექტემბერს დაიწყება - მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება

როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღის დღის განრიგი - სტანდარტის 6 ინდიკატორი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი