დღის თემა
etaloni.ge
რა უნდა იცოდეს საბავშვო ბაღის დირექტორმა და რა შედის მის უფლება-მოვალეობებში
10.09.2023

თბილისის ბაგა-ბაღებისთვის დღეს მოქმედი მართვის სტრატეგიის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება მუშაობდეს პირი, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. აქვს მენეჯმენტსა და განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ბაღის დირექტორი უნდა ფლობდეს ბავშვის ადრეული განვითარების, განათლების, პოზიტიური ქცევის და მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომებს. ასევე იცნობდეს ბავშვის უფლებების კონვენციას, მოტივირებული იყოს საკუთარი ცოდნის განვითარებაზე, ფლობდეს კომუნიკაციისა და ჯგუფში მუშაობის უნარებს.

დირექტორის უფლება-მოვალეობები

► ხელმძღვანელობს ბაგა-ბაღს, მოქმედებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობისას. გასცემს მინდობილო[1]ბებს და დებს გარიგებებს;

► ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წინაშე;

► ყოველი თვის ბოლოს მართავს შეხვედრებს საკოორდინაციო ჯგუფთან, ისმენს მოხსენებებს და იძლევა რეკომენდაციებს;

► პასუხისმგებელია ბაგა-ბაღების მართვის სააგნეტოს მიერ დამტკიცებული ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიის განხორციელებაზე;

► პასუხისმგებელია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ რეკომენდებული მეთოდოლოგიის დანერგვაზე;

► ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვების ჩარიცხვის არადისკრიმინაციული მიდგომა;

► ვალდებულია, დაიცვას აღსაზრდელის ყველა ის უფლება, რომელიც მას ბავშვის უფლებათა კონვენციით აქვს მინიჭებული;

► ბავშვის ბაგა-ბაღში მიღებისას მშობელს მომსახურების პირობებს განუმარტავს;

► აღსაზრდელის ჩარიცხვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს;

► ქმნის ბავშვის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და განვითრებისათვის შესაბამის პირობებს და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას;

► შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ბაგა-ბაღის გარემოში სრულყოფილ მონაწილეობას უწევს მონიტორინგს;

► ხელმძღვანელობს ქცევის პოზიტიური მართვის პოლიტიკის გატარებას;

► ზედამხედველობას უწევს ბაგა-ბაღის საქმიანობაში მშობლის ჩართულობის უზრუნველყოფას;

► მეთვალყურეობას უწევს საკოორდინაციო, პრაქტიკოსთა და სამეურნეო ჯგუფის საქმიანობას;

► სახავს და ახორციელებს ბაგა-ბაღის მართვის სტრატეგიით განსაზღვრული ფიზიკური გარემოს მოთხოვნების შესრულების გეგმას;

► ქ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის საგენტოს რაიონულ კოორდინატორთან ერთად ბაგა-ბაღის მართვის პოლიტიკის განხორციელების პრიორიტეტულ გეგმას ადგენს და მის შესრულებას უზრუნველყოფს;

► ბაგა-ბაღის შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს ხელძღვანელობს;

► ბაგა-ბაღის კონტიგენტის ასათვისებლად იღებს ზომებს;

► იღებს გადაწყვეტილებას სამუშაო დღის შეცვლასთან დაკავშირებით;

► აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას, ზრუნავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შესაბამისი ტრენინგების/სპონსორების მოძიებაზე და საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლების დაფინანსებაზე;

► უზრუნველყოფს თანამშრომელთა დატვირთვის პერიოდულ შეფასებას;

► განიხილავს თანამშრომელთა მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საჩივრებს;

► ხელს უწყობს თანამშრომელთა შორის საქმიან და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობების გაღრმავებას;

► შესაძლებელია, შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, განსაზღვროს თანამშრომლისათვის ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკი;

► ამტკიცებს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს, მასწავლებლებთან დებს და წყვეტს ხელშეკრულებს, უზრუნველყოფს ხელფასის დროულად გაცემას;

► ქ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს რაონულ კოოდინატორს წარუდგენს ანგარიშს დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოების შესახებ;

► პასუხისმგებელია სახსრების სწორ ხარჯვაზე, დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და ფულადი სახსრების, მატერიალური ქონებისა და პროდუქტების ხარჯვის ანგარიშების სწორად წარმოებაზე, რემონტის ჩატარებასა და სათბობით უზრუნველყოფაზე;

► ვალდებულია, ყოველთვიურად გააცნოს მშობლებს ბაგა-ბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

► ვალდებულია, ხელს უწყობდეს მოხალისეობის სისტემის განვითარებას. ამისათვის ცდილობს უნივერსიტეტებთან დაკავშირებას;

► ვალდებულია, ბაგა-ბაღის საქმიანობაში წელიწადში მინიმუმ ერთი სხვადასხვა ფაკულტეტის (სამხატვრო, თეატრალური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური, და სხვა) სტუდენტი ჩართოს;

► ვალდებულია, მოითხოვოს მოხალისისგან მოტივაციის წერილი, რეკომენდაცია ფაკულტეტიდან და რეზიუმე (CV). გადამწყვეტი მნიშვნელობა მოტივაციის წერილსა და რეკომენდატორს ენიჭება;

► ვალდებულია, დაიცვას აღსაზრდელის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

► უფლებამოსილია, წაახალისოს თანამშრომელი ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსათვის.

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელების რჩევები დამწყებებს - „უნდა დაიმშვიდოთ ნერვები... ბავშვები ახალგაზრდობას გაგიხანგრძლივებენ“

„თუ საბავშვო ბაღმა არ იცის, რა მიმართულებით მიდის, აუცილებლად აღმოჩნდება სადღაც სხვაგან“ – „ხედვა“ ახალი პროექტით

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი