დღის თემა
etaloni.ge
რა საკითხებზე როგორი პასუხების გაცემა უწევს ბაღის საგანმანათლებლო პერსონალს თვითშეფასებისას - „ჩემი სამუშაო საათები მოიცავს ბავშვებთან საკონტაქტო და არასაკონტაქტო დროს“
14.09.2023

სკოლამდელი დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება.

თვითშეფასების პროცესისთვის საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ, საგანმანათლებლო პერსონალმა, ტექნიკურმა პერსონალმა და მშობლებმა უნდა შეავსონ თვითშეფასების კითხვარი.

რა კითხვებზე რა პასუხი ითვლება დამაკმაყოფილებლად, ამის შესახებ იმავე კითხვარშია აღნიშნული, რომელიც თვითშეფასების პროცესისთვის განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა შეადგინა.

გთავაზობთ კითხვარს საგანმანათლებლო პერსონალისთვის.

დაწესებულების მისია

► ჩართული ვიყავი ბაღის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების პროცესში ან/და გამიზიარეს ეს დოკუმენტები;

► მშობლებს გავაცანი/გავუზიარე ბაღის მისია, ხედვა და ღირებულებები;

► ვიცი სად შემიძლია ვნახო ბაღის მისიის, ხედვის და ღირებულებების ამსახველი დოკუმენტები.

სტრატეგიული განვითარება

► ჩართული ვიყავით სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში ან/და გამიზიარეს ეს დოკუმენტი;

► ვიცნობ სამოქმედო გეგმაში გაწერილ პუნქტებს/აქტივობებს;

► ვიცი, რომ ბაღში მოქმედებს სტრატეგიული განვითარებისა ან/და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი ან მონაწილეობა მიმიღია ამ პროცესში;

► ვიცი სად არის განთავსებული საჯაროდ ჩემი ბაღის სტრატეგიული განვითარების ან/და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.

კურიკულუმის დაგეგმვა

► ჩართული ვიყავი ან ვიცნობ პროცესს, რომელიც ხორციელდება კურიკულუმის შემუშავებისთვის/შერჩევისთვის ჩემს ბაღში;

► ვიცნობ ჩემს ბაღში მოქმედ კურიკულუმს/კურიკულუმის ჩარჩოს;

► კურიკულუმი, რომელსაც ახორციელებს ჩემი ბაღი, ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგების შესრულებას;

►კურიკულუმით გათვალისწინებული აქტივობები ეფუძნება თამაშს და ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს და ინიციატივებსმორგებული ბავშვების ასაკსა და განვითარებაზე და მრავალფეროვანია;

► კურიკულუმით გათვალისწინებული გვაქვს  აქტივობები, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის/თემის ჩართულობას;

► პირადად გავაცანი/მონაწილეობა მივიღე მშობლებისთვის კურიკულუმის გაცნობის პროცესში.

კურიკულუმის განხორციელება

► საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისთვის ვიყენებ მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებს, სადაც ვითვალისწინებთ ბავშვების ინტერესებსა და შესაძლებლობებს;

► საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა ჯგუფის საგანმანათლებლო პერსონალის თანამონაწილეობით და ჩართულობით ხორციელდება;

► ჯგუფის ინტერესები და საჭიროებები ასახულია და ინახება აღმზრდელი პედაგოგის / აღმზრდელის პორტფოლიოში (მაგალითად: გეგმებში, ინდივიდუალურ მიზნებში, რეფლექსურ ჩანაწერებში);

► ბავშვების ინტერესები, განვითარების პროგრესი და საჭიროებები  (ინდივიდუალური მიზნები, საგანამანათლებლო პროცესის ინდივიდუალიზაცია) ასახულია და ინახება ბავშვის  პორტფოლიოში და ასევე, შესაძლებელია ინახებოდეს აღმზრდელი პედაგოგის/აღმზრდელის პორტფოლიოშიც;

► საგანმანათლებლო პროცესს  და ტრანზიციებს   (აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლის, სივრცეებში გადასვლის პროცესებს) წარვმართავ თამაშით/თამაშის ელემენტებით;

► ვიცნობ ან ჩართული ვიყავი ჩემს ბაღში მოქმედი მექანიზმის შემუშავებაში, რომელიც გვეხმარება საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფაში;

► შეუფერხებლად ვმარაგდები საგანმანათლებლო რესურსებით, რაც შეესაბამება კურიკულუმს და ბავშვების ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებს;

► კურიკულუმის  განსახორციელებლად მაქვს მრავალეროვანი, კურიკულუმის შესაბამისი, საჭირო რაოდენობის საგანმანათლებლო რესურსი;

► ჩემი ჯგუფის და  ეზოს/გარე სივრცის ფიზიკური გარემო კურიკულუმის შესაბამისად მაქვს მოწყობილი;

► ჯგუფურ ოთახში და ეზოში/გარე სივრცეში საგანმანათლებლო რესურსები ორგანიზებული მაქვს კურიკულუმის შესაბამისად;

► ჯგუფური ოთახში და ეზოში/გარე სივრცეში საგანმანათლებლო რესურსი ისე მაქვს განლაგებული რომ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია (მხოლოდ სათადარიგო ნივთებია ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელი);

► ჯგუფური ოთახი ოთახი ისე მაქვს მოწყობილი, რომ ბავშვებს აქტიური და პასიური თამაშების,  დასვენების და განმარტოების, მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ;

► მუდმივად ვაწარმოებ (ვიცი, რომ ხდება წარმოება) თითოეულ ბავშვზე დაკვირვებას და ვიყენებ ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების  მრავალფეროვან მეთოდებს (დაკვირვების ჩანაწერების წარმოება/ჩეკლისტები/კითხვარები/სკალები და სხვა);

► დაკვირვების შედეგების ანალიზს  ვიყენებ თითოეული ბავშვის ინტერესების, საჭიროებების, პროგრესის გამოვლენის მიზნით;

► ბავშვებსა და საგანმანათლებლო პროცესზე დაკვირვების ანალიზის შედეგებს ვიყენებ მიმდინარე პროცესში ცვლილებების განხორციელებისთვის, ახალი პროცესის დაგეგმვისთვის და თითოეულ ბავშვზე მორგებისთვის;

► ბავშვის შეფასების პროცესში ჩართულია ბავშვის ოჯახი, ვუზიარებ შეფსების შედეგებს, სამომავლო გეგმებს, მათი ჩართულობის საჭიროებას და ვითვალისწინებ მათ მოსაზრებებს.

კურიკულუმის  შეფასება და განვითარება

კურიკულუმის შეფასებისა და განვითარების მიზნით ვაფასებ საგანმანათლებლო პროცესს, ფიზიკურ გარემოს, ვიღებ უკუკავშირს მშობლებისგან  და ვახორციელებ საკუთარი პრაქტიკის რეფლექსიას;

► ვმონაწილეობ კურიკულუმის შეფასების შედეგის განხილვებში და საჭიროების შემთხვევაში ვახორციელებთ ცვლილებებს.

თანამშრომლობის დაგეგმვა

► ჩართული ვარ ან თავად ვგეგმავ აქტივობებს ოჯახთან და თემთან თანამშრომლობისთვის;

► კურიკულუმით გათვალისწინებულ ღონისძიებებში ოჯახის/თემის ჩართულობის წახალისებისთვის თავად ვგეგმავ ან/და ვმონაწილეობ ბაღის მხრიდან დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში;

► მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თემთან ურთიერთობისთვის ვცდილობ გამოვიყენო მათთვის მოსახერხებელი კომუნიკაციის ფორმები (სატელეფონო ზარი, ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელის ჯგუფები, შეხვედრები, მშობელთა კრებები და სხვა.).

თანამშრომლობის განხორციელება და შეფასება

► ჩართული ვარ ან/და თავად ვგეგმავ მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებებს;

► ჩართული ვარ ან თავად ვაცნობ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ბავშვების შეფასების შედეგებს;

► კურიკულუმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების მიზნით, ვიყენებ  თემში არსებულ რესურსებს;

► ჩემი ინიციატივით ან მონაწილეობით ვაფასებ ოჯახთან/თემთან განხორციელებულ აქტივობებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ცვლილებებს ავსახავ სამომავლო გეგმებში.

პერსონალის მართვა და განვითარება

► ვიცნობ ჩემს ფუნქცია-მოვალეობებს და საქმიანობას ვახორციელებ შესაბამისად;

► ვიცნობ შინაგანაწესს, ბაღის მიერ დადგენილ პერსონალის მართვის წესებს და ვითვალისწინებ ყოველდღიურ საქმიანობაში;

► ჩემს ბაღში დაცულია გუნდური მუშაობის პრინციპი, არის მეგობრული და კოლეგიალური დამოკიდებულებები;

► ჩემი სამუშაო საათები მოიცავს ბავშვებთან საკონტაქტო და არასაკონტაქტო დროს;

► ჩემი დასაქმებისას შესარჩევი პროცედურები იყო ობიექტური, გამჭვირვალე და დაცული იყო ჩემი  უფლებები;

► ბაღმა ხელი შემიწყო სამუშაო გარემოსთან ადაპტირებაში;

► პერიოდულად ხდება ჩემი საქმიანობის შეფასება, საჭიროებების კვლევა და კეთდება შესაბამისი დასკვნები, რომლის შინაარსიც ჩემთვის ხელმისაწვდომია. აღნიშნულ დასკვნებზე დაყრდნობით იგეგმება პროფესიული განვითარების აქტივობები;

► ჩემი/ჩემი კოლეგების ჩართულობით  შემუშავებულია ჩვენი პროფესიული საჭიროებების შესაბამისი განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც იგეგმება განმავითარებელი აქტივობები;

► პროფესიული განვითარების გეგმის მიხედვით ხორციელდება ჩემი/ჩემი კოლეგების განმავითარებელი აქტივობები;

► ბაღი მაძლევს  საშუალებას გამოვხატო პროფესიული განვითარების შესახებ ინიციატივები და შესაძლებლობის შემთხვევაში ხდება მისი გათვალისწინება.

პროცესების მართვა

► მე/ჩემი კოლეგები ვიცნობთ ან თავად ვიყავით ჩართული ჩვენი საქმიანობის ამსახველი პროცესების აღმწერი დოკუმენტების  შემუშავებაში.

მატერიალური რესურსი

► ჩემს ბაღში ყველა ჯგუფი უზრუნველყოფილია ჯგუფური ოთახით ან  კურიკულუმის მიზნებიდან გამომდინარე  შერჩეულია საერთო სივრცე თითოეულ ბავშვზე 2 კვმ. გათვლით;

► ჩემ ბაღში გამოყოფილია  სპეციალური სივრცე თანამშრომლობითი საქმიანობისთვის და საშუალება მაქვს ვისარგებლო თავისუფლად;

► გასახდელ ზონაში, პირადი ნივთების შესანახად, გამოყოფილია სივრცე  თითოეული ბავშვისთვის;

► კურიკულუმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას ვიყენებ დახურული სივრცეს სენსო-მოტორული აქტივობებისთვის / დარბაზს;

► ჩემი ბაღის შიდა სივრცეებში გამოყენებული ვიზუალური მინიშნებები  ეხმარება  ბავშვებს სივრცეში გადაადგილებაში და მარტივ ორიენტაციაში;

► ჩემი ბაღის ეზოს/ გარე სივრცის მოწყობილობები დამზადებულია გლუვზედაპირიანი მასალისაგან, ხოლო კონსტრუქციული გადაწყვეტა უსაფრთხოა გამოყენების დროს, იგი დამაგრებულია მყარად, არ არსებობს ტრამვის საფრთხე;

► შენობაში ავეჯი უსაფრთხოა, მყარად არის  დადგმული/მიმაგრებული იატაკზე, ზოგიერთ შემთხვევაში  კედელზე;

► ჩემს ჯგუფში ყველა ბავშვს აქვს შესაძლებლობა ერთდროულად დაჯდეს მაგიდასთან;

► ჩემი ბაღის  ჯგუფური ოთახის თაროები და კარადები განთავსებულია ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე; 

► ჩემს ბაღში საშუალება მაქვს ვისარგებლო  ინტერნეტთან წვდომის მქონე კომპიუტერით/ებით და მრავალფუნქციური პრინტერით (სკანერის ფუნქციით;).

კვების ორგანიზება და კვებითი რაციონი - მოთხოვნები კვების ორგანიზებისადმი

► ალერგიული გამოვლინების ან სხვა კვებითი აუტანლობის შემთხვევაში ბაღი მოქმედებს შემუშავებული მექანიზმის შესაბამისად;

► ბავშვების ყოველდღიური რაციონი შეიცავს პურს, მარცვლეულს, ხილს, ბოსტნეულს, რძეს, რძის ნაწარმს, საქონლის ხორცს/ქათმის ხორცს/თევზს;

► ბავშვების კვება ხორციელდება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს;

► ბავშვების კვების პროცესის უსაფრთხოების მიზნით გადაცდენის რისკის მქონე საკვები პროდუქტები დამუშავებულია;

► აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი დღის განმავლობაში მეთვალყურეობას უწევს ბავშვების კვების პროცესს;

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ზოგადი მოთხოვნების დაწესებულების სათავსების მოწყობისადმი

► უფროსების და ბავშვების ხელსაბანი უზრუნველყოფილია  საპნით, ხელის გასამშრალებლით (ელექტროსაშრობი ან ქაღალდის პირსახოცის დისპენსერი) და უკონტაქტო ხელმისაწვდომობის თავსახურიანი ნაგვის ურნით;

► ჯგუფური ოთახების ფანჯრის რაფებზე არ არის განთავსებული მცენარეები/ქოთნები;

► ბაღი მუდმივად  უზრუნველყოფილია ცხელი და ცივი წყლით;

► ბაღი მუდმივად უზრუნველყოფს ბავშვებს და თანამშრომლებს სასმელი წყლით წყლის დისპენსერების ან/და   წყლის კონტეინერის  ან/და წყლის შადრევნის საშუალებით;

► დღის განმავლობაში ნიავდება ჯგუფური და საძინებელი ოთახი;

► ჰაერის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი მუდმივად მიმაგრებულია ჯგუფურ ოთახში კედელზე ბავშვის სიმაღლის შესაბამისად და ტემპერატურა კონტროლდება;

► ყოველთვიურად ხდება შენობის გენერალური დასუფთავება;

► ყოველდღიურად ხდება ყველა სათავსის, ავეჯის ზედაპირების, ფანჯრის რაფების, ტანსაცმლის კარადების სველი წესით დალაგება;

► ფანჯრის მინები იწმინდება პერიოდულად, მაგრამ  წელიწადში არანაკლებ ორჯერ;

► ახლად შეძენილი სათამაშოები ირეცხება ბავშვებთან მიწოდებამდე;

► ჯგუფური ოთახის სათამაშოები ყოველდღე იწმინდება სველი წესით;

► ტუალეტის დასალაგებელი ინვენტარი მარკირებულია და ინახება სპეციალურ კარადაში;

► ქიმიური საშუალებები ინახება სპეციალურ კარადაში და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელია;

► ეზოში არსებულ საქვიშეს  აქვს თავსახური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ქვიშა იცვლება დაბინძურების შესაბამისად;

► ბაღის ეზო სუფთავდება ყოველდღიურად;

► ეზოს ატრაქციონები და ინვენტარი სუფთა და გაწმენდილია;

► ბაღის შენობაში და გარე სივრცეში განლაგებულია საკმარისი რაოდენობის ნაგვის ურნები;

► ბაღში ყოველდღიურად ხდება მყარი ნარჩენების შეგროვება და გატანა.

ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება

► მაქვს პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დადასტურებული კომპეტენცია;

► მცენარეები, რომელიც ჯგუფებში და ეზოში/გარე სივრცეშია განთავსებული ბავშვებისთვის უსაფრთხოა ან/და არ არის ხელმისაწვდომი;

► გასვლითი აქტივობის დაგეგმვის დროს, პირველ რიგში, მშობლებისგან ვითხოვთ წერილობით ნებართვებს ბავშვების ბაღის ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ. ნებართვები ინახება წლის ბოლომდე;

► მე/ჩემი კოლეგები პერიოდულად  ვახორციელებთ სასწავლო სიმულაციურ წვრთნებს/მონაწილეობას ვიღებ ბაღის მიერ განხორციელებულ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებულ სიმულაციურ წვრთნებში;

► ვიცნობ ბავშვის უფლებებს, ვიცი რა არის ბავშვზე ძალადობის პირველადი ნიშნები, როგორ უნდა ვიმოქმედო ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში და ვის მივმართო ბაღში ამ საკითხზე;

► მე /ჩემი კოლეგებს, ასევე ბავშვებს საჭიროების შემთხვევაში გვაქვს შესაძლებლობა ბაღში ვისარგებლოთ პირველადი გადაუდებელი დახმარებით;

► ტრანზიციის პერიოდების მარტივად გადასატანად ბაღში შემუშავებული გვაქვს კონკრეტული აქტივობები;

► ვაცნობიერებ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ვიცოდეთ ბავშვის ან მისი ოჯახის შესახებ კონფიდენციალურია.  ასეთ საკითხებზე კოლეგები არ ვსაუბრობთ ერთმანეთთან (გარდა პროფესიული საჭიროებისა), ასევე არ ვსაუბრობ არ ვსაუბრობ მათ შესახებ ბავშვების თანდასწრებით ან სხვა მშობლებთან.

ფინანსური რესურსი

► კურიკულუმით განსაზღვრული საგანმანათლებლო რესურსის ყოველწლიურად ახლდება, რისთვისაც ბიუჯეტში გამოყოფილია ფინანსური რესურსი.

იხილეთ ასევე:

რამდენად აკმაყოფილებს აღმზრდელების კვალიფიკაცია სტანდარტებს და მოთხოვნებს - რას ითვალისწინებს თვითშეფასების კითხვარი


„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი