დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში დასაქმებულები ოთხ ეტაპად გადამზადდნენ და ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ
19.09.2023

ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს პირველადი სამედიცინო დახმარების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

სასწავლო კურსი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსს მოიცავს.

საბავშვო ბაღებში დასაქმებულები ოთხ ეტაპად გადამზადდნენ და კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.

დღეის მდგომარეობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება - 2 ასპინძაში, 1 სოფელ რუსთავში და 1 სოფელ ტოლოშში. ოთხივე საბავშვო ბაღში ამჟამად 400 ბავშვია რეგისტრირებული. 2023 წლიდან ექსპლუატაციაში შევა სოფელ ძველის ახლად აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილია 60 აღსაზრდელზე. საბავშვო ბაღებში ჯამში დასაქმებულია 85 ადამიანი.

იხილეთ ასევე:

„აღმზრდელებისთვის 66 საათიანი ტრენინგი სავალდებულო არ არის“ - ნინო ხითარიშვილი

გაიხსნა საბავშვო ბაღი, რომელსაც სამზარეულოს ლიფტები და მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემა აქვს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი