დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების გაერთიანებამ მისია, ხედვა და ღირებულებები შეიმუშავა - „უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვა, გუნდურობა, გამჭვირვალობა“
19.09.2023

ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ საბავშვო ბაღებისთვის  მისია, ხედვა და ღირებულებები შეიმუშავა.

მისია

ყველა ბავშვი იბადება თავისუფალი, ინდივიდუალური შესაძლებლობებითა და თანაბარი უფლებებით. ჩვენი მისიაა, მას შევუქმნათ საბავშვო ბაგა-ბაღში სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო:

  1. უსაფრთხო, არაძალადობრივი, მეგობრული, თანაბარუფლებიანი, ჰუმანური, ინკლუზიური, ადაპტირებული შიდა და გარე სივრცე, რათა დაკმაყოფილებული იყოს ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლება;
  2. ვაღიაროთ ბავშვი, როგორც პიროვნება. მისი საჭიროების გათვალისწინებით, განვავითაროთ მათი ცნობისმოყვარეობა თამაშ-თამაშით და კვლევა-აღმოჩენით. დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები. დავუგეგმოთ მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობები, მივაწოდოთ უსაფრთხო და ბუნებრივი რესურსები. ხელი შევუწყოთ მათ ჰოლისტურ განვითარებას;
  3. ბავშვი უნდა იყოს დაცული სხვადასხვა ძალადობისგან: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური და ა.შ.;
  4. თითოეული ბავშვი უნდა იყოს ბაღში არსებული პროცესების თანაბარუფლებიანი მონაწილე;

ჩვენი მისიაა, ბავშვები იყვნენ თავისუფლები, მოაზროვნეები, ჰუმანურები, დავეხმაროთ სოციუმში წარმატებით თავის დამკვიდრებაში და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

ხედვა

  1. სანდოობა - მშობლებთან პოზიტიური ურთიერთობა, თანამშრომლობა;
  2. პერსონალის პროფესიული ზრდა-განვითარება, გუნდურობა;
  3. შშმ და სსმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  4. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით გათვალისწინებული ქმედებები და გადაწყვეტილებები.

ღირებულებები

  1. სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა;
  2. კეთილსინდისიერება;
  3. უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვა;
  4. გუნდურობა;
  5. გამჭვირვალობა.

იხილეთ ასევე:

„თუ საბავშვო ბაღმა არ იცის, რა მიმართულებით მიდის, აუცილებლად აღმოჩნდება სადღაც სხვაგან“ – „ხედვა“ ახალი პროექტით

რას ნიშნავს ბაღის მისია და რა აქცევს მას ორიგინალურად - მთავარი ორიენტირები და ფორმულირება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი