დღის თემა
etaloni.ge
ახალ საბავშვო ბაღში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები დაამონტაჟეს - შენობა 200 აღსაზრდელზეა გათვლილი
21.09.2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის საბავშვო ბაღის ეზოსა და შენობის რეაბილიტაცია დასრულდა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ ფუნქციონირებაც დაიწყო.

როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება, შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით, სამზარეულო დამხმარე სათავსოთი, სასადილო, სველი წერტილებით, საძილე და სამყოფი ოთახებით, მომსახურე პერსონალის ოთახით. ბაღში არის ასევე ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები, სათამაშო მოედნები, სპორტული დარბაზი და მუსიკის კაბინეტი.

ბაღის გახსნის ცერემონიას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე დაესწრო და აღსაზრდელებს „ეტალონისა“ და „სკოლამდელების“ დამფუძნებლის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემული უნიკალური წიგნი-რვეული, „პირველკლასელთა აკადემია“ გადასცა.

მშენებლობის საერთო ღირებულება 738.200 ლარს შეადგენს, შენობა 200 აღსაზრდელზეა გათვლილი.

იხილეთ ასევე:

შეგონება: „აღიარეთ თქვენი პირველკლასელი მოაზროვნე პიროვნებად და შეხედეთ, როგორც სამყაროს მომავალს!

სამ ახალ საბავშვო ბაღში 150-მდე ადამიანი დასაქმდა - დამონტაჟდა სამეთვალყურეო სისტემები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი