დღის თემა
etaloni.ge
ვის აქვს უფლება, აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - მასწავლებელთა სახლმა სია გამოაქვეყნა
22.09.2023

საბავშვო ბაღის აღმზრდელების გადამზადებისთვის, შესაბამისი ორგანოების მიერ, გარკვეული ტრენინგ-მოდულებია შემუშავებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული კრიტეტიუმები, თუ ვინ, როგორი მზაობის ორგანიზაციებმა და პირებმა უნდა ჩაუტარონ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალს ტრენინგი, ამ საქმით უამრავი პირია დაკავებული.

ვის აქვს უფლებამოსილება და ვის მიერ გაცემულ სერტიფიკატს აღიარებს სახელმწიფო? ამ კითხვაზე პასუხი დღეს, 22 სექტემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.


„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N 68/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის ‘’ მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად ტრენინგმოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული განვითარების ეროვნული ცენტრი ან/და ის ორგანიზაციები, რომელთაც მოპოვებული აქვთ აღნიშნული მოდულის ჩატარების უფლება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში, რასაც ორგანიზაციებისა და კონკრეტულ პირთა ჩამონათვალიც ახლავს თან.

,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციები და ტრენერები:

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნანა მაკარაძე

ნანი მაკარაძე

მარინე გურგენიძე

მარეხ მგელაძე

მარიანა გოგოლიშვილი

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შორენა მამუკაშვილი

ია ჩირაქიშვილი

სსიპ - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ია გორ ბალაწჩივაძე

მაკა აბულაძე

ნატო ქობულაძე

იმერი ბასილაძე

სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ირმა ქურდაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ხათუნა მეტრეველი

მაკა ფალავანდიშვილი

მანანა ხუციშვილი

ხათუნა დოლიძე

ნინო ცინცაძე

ლია ქურციკიძე

ნათია კუხალეიშვილი

წინო გულიაშვილი

თამარ უჩანეიშვილი

თამარ ბაქრაძე

თამთა კუხალეიშვილი

ნინო ჯიჯავაძე

ცირა ბარქაია

თამარ შკუბულიანი

იხილეთ ასევე:

ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალები

„აღმზრდელებისთვის 66 საათიანი ტრენინგი სავალდებულო არ არის“ - ნინო ხითარიშვილი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი