დღის თემა
etaloni.ge
რა სახის მტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საბავშვო ბაღში - ახალი სტანდარტის მოთხოვნები
28.02.2023

ახალი დადგენილების მიხედვით, რომელიც ძალაში ახლახან შევიდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის შემუშავებული ავტორიზაციის 4 სტანდარტიდან ერთ-ერთი დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება გახლავთ.

ამ სტანდარტის მიხედვით, დაწესებულებას, რომელიც ავტორიზაციის პროცესისთვის იქნება მზად, გააზრებული უნდა ჰქონდეს საკუთარი ადგილი და როლი საგანმანათლებლო სივრცეში და საზოგადოებაში.

დაწესებულების მისია

დაწესებულების მისია უნდა ეხმიანებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას და განსაზღვროს საკუთარი როლი, როგორც ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სივრცე.

დაწესებულების მისიიდან გამომდინარე, განსაზღვრული უნდა იყოს დაწესებულების ხედვა და ღირებულებები.

დაწესებულების მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

ეს მისია, ხედვა და ღირებულებები დაწესებულებამ უნდა გაუზიაროს დაინტერესებულ მხარეებს და ის ყველასთვის საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

დაწესებულებაში მტკიცებულების სახით უნდა არსებობდეს:

  • ამ მისიის, ხედვისა და ღირებულებების ამსახველი დოკუმენტები;
  • დაწესებულების მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების, გაზიარებისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მექანიზმი და ამ პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები.

სტრატეგიული განვითარება

სტრატეგიული განვიტარებისთვის სკოლამდელი აღზრდის დადაწესებულებაში უნდა მოქმედებდეს დაგეგმვის პრაქტიკა:

დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმს და ითვალისწინებს დაგეგმვის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას.

სტრატეგიული გეგმა უნდა იყოს არანაკლებ ხუთწლიანი, ციკლური და შესაბამისობაში მოდიოდეს დაწესებულების მისიასთან, ხედვასთან და ღირებულებებთან. ასევე, უნდა შეიცავდეს მისიასთან თავსებად მიზნებს და მიზნების შესაბამის ამოცანებს.

სამოქმედო გეგმა უნდა იყოს ერთწლიანი და ეფუძნებოდეს სტრატეგიულ გეგმას და დაწესებულების ყოველწლიურ თვითშეფასებას.

სამოქმედო გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია.

მეთოდოლოგიის შესაბამისად, დაწესებულება უნდა ახორციელებდეს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებას.

სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგები საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი და გამოიყენებოდეს დაწესებულების შემდგომი განვითარებისთვის.

დაწესებულებაში მტკიცებულების სახით უნდა არსებობდეს:

  • სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია;
  • უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ დამტკიცებული სტრატეგიული განვითარების გეგმა და სამოქმედო გეგმა;
  • სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები;
  • მონიტორინგისა და შეფასების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები;
  • სტრატეგიული გეგმისა და გასული წლის სამოქმედო გეგმის შესრულების გამოქვეყნებული ანგარიში;
  • სტრატეგიული გეგმისა და სამოქმედო გეგმის შეფასების შედეგებზე რეაგირების მტკიცებულებები.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღებში პერსონალის შერჩევის პროცედურები გამჭვირვალე უნდა იყოს - რას ავალდებულებს სკოლამდელ დაწესებულებებს ახალი წესი

საბავშვო ბაღმა უნდა უზრუნველყოს მშობელთა ცნობიერების ამაღლება - ახალი სტანდარტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი