დღის თემა
etaloni.ge
როგორ ეპყრობოდნენ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს უახლოეს წარსულში - ფოტოზე ასახული დრო
13.03.2023

როგორ ეპყრობოდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს საბჭოთა კავშირი? ამ კითხვის საპასუხოდ, ფეისბუქგვერდმა, „ყველაფერი მედიცინაზე", ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში, 1982 წელს არის გადაღებული.

ფოტოზე ჩანს ორი მცირეწლოვანი, რომლებიც ხელებშეკრულნი, ცენტრალური გათბობის რადიატორზე არიან მიბმულნი.

„სწორედ ეს გახდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სტიგმატიზების მიზეზი, რაც ფართო საზოგადოებას ჯერაც არ აქვს გადალახული. და მაინც რა არის აუტიზმი?

აუტიზმი ფსიქიკის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ინდივიდს ახასიათებს ჩაკეტილი ცხოვრება და გარემო სამყაროსაგან სრული მოწყვეტა. ინდივიდი ცხოვრობს მის მიერვე შექმნილ არარეალურ სამყაროში. აუტიზმი გონებრივი მოშლილობაა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ ადამიანებს ფსიქიატრიულში მკურნალობა სჭირდებათ. პირიქით, მათ ესაჭიროებათ ღირსეული სარეაბილიტაციო ღონისძიებები და სოციუმში ადაპტაცია“, - წერია ექიმების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე:

აუტიზმის ნიშნები 6 თვის ასაკიდან - რაზე ითხოვენ პედიატრი ძმები ყურადღების გამახვილებას

სტომატოლოგის ასისტენტი ძაღლი ბავშვებს ექიმთან ვიზიტის დროს ეხუტება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი