დღის თემა
etaloni.ge
ბათუმის საბავშვო ბაღებში 2024-2027 წლების გეგმაზე მუშაობა დაიწყეს
15.05.2023

ბათუმში საბავშვო ბაღების გაერთიანებისა მერიის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს.

„შეხვედრაზე განხილეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 – 2027 წ.წ. საშუალოვადიანი გეგმის პროექტი.

აღინიშნა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 - 2027წ.წ. საშუალოვადიანი გეგმა მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

შეხვედრაზე ისაუბრეს არსებული პრობლემების, საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ და მათი დაძლევის გზებზე“, - ნათქვამია ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში სულ 34 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაა, სადაც 8 280 ბავშვი ირიცხება.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელი: „საბავშო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“

სკოლამდელი განათლების საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთნენ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი