დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღმა მშობლებს უნდა გააცნოს შვილების შეფასების შედეგები - ავტორიზაციის მესამე სტანდარტის თვითშეფასების კითხვარი
12.06.2023

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მიმდინარე წლის ბოლომდე თვითშეფასების კითხვარი უნდა შეავსონ. ავტორიზაციის განრიგი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 2024 წელს შედგება და ის დაეფუძნება ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასებების შედეგებს. 2025-2029 წლებში კი, საბავშვო ბაღებმა, ფუნქციონირების გასაგრძელებლად, ავტორიზაცია უნდა გაიარონ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების ფორმა და განხორციელების წესი დაამტკიცა.

საბავშვო ბაღების თვითშეფასების ფორმა და წესი დამტკიცდა - დოკუმენტის დეტალები

აღნიშნული წესი ადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების წარმოდგენის ფორმას და განხორციელების წესს.

თვითშეფასებაში ჩართული მხარეები კითხვარს ავსებენ, სადაც დაწესებულების შესაბამისობის აღწერაა ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით.

ავტორიზაციის მესამე სტანდარტი ოჯახისა და თემის ჩართულობას ითვალისწინებს და ორ პუნქტად იყოფა - თანამშრომლობის დაგეგმვა და თანამშრომლობის განხორციელება და შეფასება.

ამ სტანდარტის მიხედვით, თვითშეფასების კითხვარი შემდეგი სახის არის:

თანამშრომლობის დაგეგმვა

  1. დაწესებულება მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თემთან თანამშრომლობისთვის წინასწარ გეგმავს აქტივობებს.
  2. დაწესებულება წაახალისებს თემის და მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობას კურიკულუმის ფარგლებში დაწესებულების შიგნით/გარეთ განხორციელებულ ღონისძიებებში.
  3. დაწესებულება მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და თემთან ურთიერთობისას იყენებს კომუნიკაციის მრავალფეროვან მეთოდებს და არხებს.

თანამშრომლობის განხორციელება და შეფასება

  1. დაწესებულება უზრუნველყოფს მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბავშვთა უფლებების, ადრეული ასაკის ბავშვების ასაკობრივი თავისებურებებისა და განვითარების სპეციფიკასთან დაკავშირებით.
  2. მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები ინფორმირებული არიან ბავშვების შეფასების შედეგების შესახებ.
  3. დაწესებულება იყენებს თემში არსებულ რესურსებს კურიკულუმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისას.
  4. დაწესებულება აფასებს ოჯახთან/თემთან განხორციელებულ აქტივობებს და საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს შესაბამის ცვლილებებს.

იხილეთ ასევე:

ბაღს უნდა ჰქონდეს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია - მეორე სტანდარტის თვითშეფასების კითხვარი

„მოგვიწევს მშობლების ცნობიერებაზე ზრუნვა“ - კერძო ბაღში თქვენს შვილს მხოლოდ იტოვებენ თუ მის განათლებაზეც ზრუნავენ?

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი