დღის თემა
etaloni.ge
მარილი და ბავშვები - 5 რჩევა, რაც პატარებს მომავალში ჯანმრთელობის პრობლემებს ააცილებს
25.06.2023

თითქმის ყოველი ჩვენგანი იღებს ჭარბი რაოდენობის მარილს. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოს აწუხებს, თუმცა საქართველო მარილის მოხმარების „ჩემპიონად“ შეიძლება ჩაითვალოს. მარილის მიღების ჩვევა ბავშვობიდან ყალიბდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვები არ  მივაჩვიოთ მარილიან საკვებს.

ბავშვობის ასაკში მისაღები მარილის რაოდენობის შემცირებამ, შეიძლება მოზრდილ ასაკში თავიდან აგვაცილოს მაღალი არტერიული წნევა.

გთავაზობთ, სამედიცინო სამსახურის, „მრჩეველის“ მიერ ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპებით ბავშვებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოში მოცემულ რჩევებს მარილთან დაკავშირებით.

რჩევები მარილის რაოდენობის შესამცირებლად:

  • ბავშვმა მინიმალური რაოდენობით უნდა მიიღოს გადამუშავებული საკვები - მაგალითად, სწრაფი კვების ობიექტების პროდუქცია.
  • შეარჩიეთ პროდუქტები ნატრიუმის დაბალი - 120 მგ ნატრიუმი 100 გ-ში, ან საშუალო - 120-600 მგ ნატრიუმი 100 გ-ში, შემცველობით.
  • შეზღუდეთ ბავშვის რაციონში მარილის დიდი რაოდენობის შემცველი საკვები, როგორიცაა ცხარე და მლაშე სასუსნავი, მაგალითად, მარილიანი ჩხირები და ბისკვიტები.
  • გამოიყენეთ მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ დაამატოთ მარილი საკვების მომზადების დროს. თუ მაინც იყენებთ მარილს, სასურველია, იყოს იოდიზებული.
  • საბავშვო დაწესებულებაში სუფრაზე მარილი არ უნდა იდოს.

იხილეთ ასევე:

„ჩვენთან ისეთი რძის პროდუქტი არ არის, როგორიც სხვა ქვეყნებში და ამიტომ სჭირდება ყველა ბავშვს მედიკამენტი“

რომელი უწყებებისგან მიღებული ცნობის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, რომ საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება შეწყვიტოს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი