დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღში შეიარაღებულმა პირმა 3 ბავშვი, ერთი პედაგოგი და 2 მშობელი დახოცა - შემთხვევა ჩინეთში დილით მოხდა
17.07.2023

ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში, საბავშვო ბაღში ცივი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 6 ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა. ინფორმაცია BBC-იმ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, დაღუპულია 3 ბავშვი, ერთი პედაგოგი და 2 მშობელი.

თავდასხმა ორშაბათს, დილის 07:40 წუთზე განხორციელდა, როდესაც მშობლებს ბავშვები ბაღში მიჰყავდათ.

სამართალდამცავებმა 25 წლის მამაკაცი, ვინც პატარები სასიკვდილოდ გაიმეტა, თავდასხმის მომენტიდან 20 წუთში დააკავეს.

იხილეთ ასევე:

ბაღის მასწავლებელი სიკვდილით დასაჯეს - მან ბავშვებისთვის მომზადებულ ფაფაში საწამლავი ჩაყარა

საბავშვო ბაღში პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩატარდა - ვალდებულება, რომელსაც სტანდარტი ითვალისწინებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი