დღის თემა
etaloni.ge
როგორ დავიცვათ ბავშვები მწერებისგან - ექიმები გვირჩევენ
15.08.2023

ამ ცხელ ზაფხულში, როდესაც საფრთხე მწერებისგან მოდის, რასაც გარკვეული დაავადებების გამოწვევაც შეუძლია, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მშობლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა შევძლოთ და დავიცვათ ბავშვები მწერებისგან.

► შეზღუდეთ გარე აქტივობა გამთენიისას და საღამოს, განსაკუთრებით - მაღალტენიან გარემოში;

► მოერიდეთ შუქის ანთებას ღია ფანჯრებში;

► დააშრეთ გუბურები სახლის გარშემო, რადგან დამდგარი წყალი მწერის გამრავლებას უწყობს ხელს;

► ფანჯრებსა და კარებზე გამოიყენეთ მწერებისგან დამცავი ბადეები;

► გამოიყენეთ DEET-ის შემცველი ხსნარი. ის მწერის ნაკბენისგან დაცვის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. რაც უფრო მაღალია მისი კონცენტრაცია პროდუქტში, მით ხანგრძლივია დაცვითი ეფექტი.

გაფრთხილება:

არ გამოიყენოთ  შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი მწერებთან საბრძოლველი საშუალებები, ვინაიდან ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმრთელობას.

იხილეთ ასევე:

როგორ შევამოწმოთ, უსაფრთხოა თუ არა საზამთრო - საზაფხულო ხილის სიკეთე და საფრთხე

იწვევს თუ არა აცრები აუტიზმს - პედიატრი ძმების განმარტება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი