დღის თემა
etaloni.ge
როდის იწყება სააღმზრდელო წელი ქუთაისში - ბაღში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
29.08.2023

ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება იტყობინება, რომ მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში 2023-2024 წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება 18 სექტემბერს.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწარმოებს 1 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით.

შერჩეულ საბავშვო ბაღში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

► ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ასლი) ნოტარიულად დამოწმებული;

► 2 სურათი ¾-ზე;

► ჯანმრთელობის ცნობა;

► მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

იხილეთ ასევე:

„გთხოვთ, სასწრაფოდ წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები“ - სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის განცხადება

აღმზრდელები ტრენინგს გაივლიან, ყველა ბაღში იქნება ცენტრალური გათბობა - როგორ ემზადება ერთი მუნიციპალიტეტი ახალი სააღმზრდელო წლისთვის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი