დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის მასშტაბური ტრენინგები იგეგმება
19.09.2023

„კონკრეტულ სახეს რომ მივცემთ ჩვენს სამოქმედო თუ სტრატეგიულ გეგმას, სანამ საბოლოოდ დამტკიცდება, თქვენთან, როგორც შემმოწმებელ ორგანოსთან, შეიძლება, კონსულტაციის გავლა და კონკრეტული რეკომენდაციების მიღება?“, - ასეთი კითხვა, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის წარმომადგენელმა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გზამკვლევის“ პროექტის საჯარო განხილვის დროს დაუსვა.

საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა - პირველი სტანდარტის თვითშეფასების კითხვარი

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა:

„ნაკლებად შესაძლებელია, ამ ეტაპზე ურთიერთობა რეკომენდაციების რეჟიმში წარიმართოს, თუმცა გვექნება ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები თითოეულ სტანდარტთან მიმართებაში და შეგიძლიათ, თქვენი დოკუმენტი ტრენინგზე მოიტანოთ. როდესაც გავივლით კონკრეტულ თემებს ტრენინგის ფარგლებში, გადავხედავთ და იქვე, როგორც სასწავლო პროცესში, შეგვეძლება, მოგცეთ დამატებითი რეკომენდაციები და რჩევები, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი დოკუმენტი“.

ხითარიშვილის განცხადებით, ტრენინგები საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის მომავალი წლის დასაწყისში, 2024 წლის თებერვლისთვის დაიგეგმება და ბაღები ამის შესახებ ინფორმაციას მინიმუმ ერთი კვირით ადრე მიიღებენ.

იხილეთ ასევე:

„თუ აშენებთ ახალ საბავშვო ბაღს, დაიწყეთ დოკუმენტების მოწესრიგება“ – განრიგს განათლების მინისტრი დაამტკიცებს

საბავშვო ბაღების გაერთიანებამ მისია, ხედვა და ღირებულებები შეიმუშავა - „უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვა, გუნდურობა, გამჭვირვალობა“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი