დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებისთვის 2024 -2028 წლების სტრატეგიული გეგმის შემუშავება დაიწყეს - სად და რა სახის წინადადებების გაგზავნა შეგიძლიათ 15 ოქტომბრამდე
22.09.2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მისიის, ხედვა-ღირებულებების, 2024 -2028 წლების სტრატეგიული გეგმის, 2024 წლის სამოქმედო გეგმების და სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

როგორც სკოლამდელ დაწესებულებათა მართვის ცენტრი იტყობინება, სამუშაო ჯგუფის სხდომის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება:

  1. ჩართულობის გაზრდის მიზნით, მისიის სამუშაო ვერსია გასაჯაროვდეს სსდმ ცენტრის ვებგვერდზე - zugdidikids.ge და სსდმ ცენტრის ყველა განყოფილებასთან, აგრეთვე, საბავშვო ბაღებთან და თემის წარმომადგენლებთან გაგრძელდეს დოკუმენტზე მუშაობა ხედვა/ ღირებულებების ჩამოყალიბება-შემუშავებასთან ერთად.
  2. მეტი ინტენსიურობით გაგრძელდეს მუშაობა სტრატეგიული და 2024 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე და დასრულდეს 2023 წლის 1 ნოემბრისათვის.

ცენტრმა სხდომაზე მყოფებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მისიის განმარტების ფორმულირებაში და წინადადებები მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნონ: zug.bagebi@gmail.com.

მორიგი სხდომა იმავე ცენტრში 15 ოქტომბერს გაიმართება.

იხილეთ ასევე:

ვის აქვს უფლება, აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - მასწავლებელთა სახლმა სია გამოაქვეყნა

„გადამზადებულმა მეთოდისტებმა და აღმზრდელებმა იციან, როგორ ესაუბრონ ბავშვს“ - ბაღების გაერთიანებამ თანამშრომლებს განსაკუთრებული უფლებები მიანიჭა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი