დღის თემა
etaloni.ge
ახალი რეკომენდაციები და მოსაზრებები სკოლამდელების გზამკვლევსა და მეთოდოლოგიურ დოკუმენტებში აისახება
22.09.2023
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა - ინფორმაციას აღნიშნული ცენტრი ავრცელებს. 

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი იტყობინება, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ბაღების ავტორიზაციის სტანდარტებით გათვალისწინებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების პროექტები, რომლებიც დაწესებულებების მხარდაჭერის ფარგლებში ცენტრის ინიციატივით შემუშავდა.

პირველ ეტაპზე განიხილეს 4 მეთოდოლოგიური დოკუმენტი:

► ავტორიზაციის პროცესის გზამკვლევი;

► სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია;

► ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია;

► ოჯახთან და თემთან კომუნიკაციის მეთოდოლოგია.

საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები შემუშავებული დოკუმენტების პროექტებთან დაკავშირებით, რაც ასახული იქნება დოკუმენტების საბოლოო ვერსიებში. შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო ჯგუფი შექმნილია ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დაინტერესებული მხარეები, ჩართული უწყებები და სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები“.

იხილეთ ასევე:

„მშობელს დააკისრეთ ვალდებულება, რომ თუ ის აზრს შეიცვლის, გაცნობოთ“ - სკოლამდელი განათლების სპეციალისტი ბაღის თანამშრომლებს

ვის აქვს უფლება, აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - მასწავლებელთა სახლმა სია გამოაქვეყნა
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი